გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კონტრაქტორისგან ფოთის წყალარინების სისტემის სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, მოადგილებთან - ირაკლი ურუშაძესთან და ზაზა სიხარულიძესთან ერთად, საერთაშორისო კონტრაქტორის TAHAL Group-ისა და საზედამხედველო კომპანია Safege-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის თემა ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკურ საკითხების განხილვა იყო.

კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს არსებული ვითარება შეაფასა და კონტრაქტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვა მოსთხოვა.

„ფოთის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა 89 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე წყალარინების სისტემით ისარგებლებს. კომპანიის ახალი მენეჯმენტი რეგიონებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად იმართება შეხვედრები სამშენებლო და საზედამხევდელო კომპანიების წარმომდგენლებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და სამუშაოების ტემპის დაჩქარებაა“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა