ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

სანქციები ძალაში 2019 წლის 23 ივნისამდე იქნება.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან 4 წლის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო ადასტურებს, რომ არ ცნობს და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ზაფხულში დააწესა, აღმოსავლეთ უკრაინაში მის მიერ განხორციელებული დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების გამო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა