15 ივნისის მონაცემებით, 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 74.48%-მა ტექდათვალიერება გაიარა

15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რომლის 74.48% ანუ 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 23,43% ანუ 8 142 კი დახარვეზებული, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ მიაწოდა.

ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. განმეორებით ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722 (2.078%) მათგანის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია იუწყება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.

იხილეთ სტატია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა