რომან გოცირიძე - შევცვალეთ მთავრობა, არ იცვლება პოლიტიკა - უნდა შეიცვალოს მთელი ხელისუფლება და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ საზოგადოების მთავარი დაკვეთა ეს გახდება

როგორც გავიგეთ, იქმნება ორკვირიანი ფიქტიური მთავრობა და ამის შემდეგ, ხელისუფლების წარმოდგენით, იქმნება უკვე ნამდვილი მთავრობა, რომელსაც ჩვენ დროებით მთავრობას ვუწოდებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი აზრით, საზოგადოება ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე მოითხოვს მის გადადგომას, რადგან არსებითად, არაფერი შეცვლილა.

„ის მთავრობა იქნება დროებითი, ვინაიდან მისი დამტკიცებისთანავე იქნება საზოგადოებრივი პროტესტი და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გაადგეს მთავრობა, ვინაიდან ფაქტობრივად არაფერი იცვლება. ეს მთავრობა გადადგა საპროტესტო მოთხოვნის გამო, რომლის მთავარი შინაარსი იყო, რომ ქვეყანაში აღიკვეთოს უსამართლობა და ძალადობა. არც ერთი ძალოვანი მინისტრი არ იცვლება, იუსტიციის მინისტრი არ იცვლება. არც ერთი მოთხოვნა, რომელიც მოდიოდა საზოგადოებიდან, ხელისუფლების მხრიდან, გათვალისწინებული არ იქნა. შევცვალეთ მთავრობა, არ იცვლება პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მთელი ხელისუფლება და ეს გახდება უკვე სამთავრობო ცვლილებების შემდეგ საზოგადოების მთავარი დაკვეთა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ უჭერს, თუმცა სტრუქტურული რეორგანიზაციის მომხრეა.

„სამინისტროების შერწყმას დავეთანხმებით, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებისას მოხდა, როდესაც ეს შერწყმა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. დუბლირებულია სამინისტროების ფუნქციები მათ ქვემდგომ სტრუქტურებთან. არავითარი ზემდგომი სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს სახით, არ სჭირდება ტურიზმის დეპარტამენტს, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საგზაო დეპარტამენტს. ამიტომ სამინისტროების გამსხვილება ზოგადად სწორია“, - დასძინა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო