ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია დასრულდა. თუმცა, ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა: ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყეს.

როგორც ბესო ქათამაძემ განაცხადა, ისინი ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას, "ქართული ოცნების" წევრების სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ბესო ქათამაძემ მმართველ გუნდს პარასკევამდე მისცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციებს აანონსებენ.

"ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, საკრებულოს შენობის ბლოკირებას მოვახდენთ და "ქართული ოცნების" წევრებს არ შემოვუშვებთ",- განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო