გოდერძი-ბეშუმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. აღნიშნულის განხორციელება მთაში უფრო მეტ ტურისტს განაპირობებს, ადგილობრივთა უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს