სემეკი ხვალ ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში ხვალ „აჭარა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ახალი პროგრამის - „ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის რეჟიმში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს.

ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა გახსნის. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაციას კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა