რუსთავში, ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემისა და ასფალტ-ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, სანიაღვრე სისტემისა და ასფალტ-ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, კომპანია ,,რუსთავის წყალი“, წყალსადენის ქსელის სრულ რეაბილიტაციას აწარმოებს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ტაბაღუა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ბალანძივაძისა და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობასაც გაესაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა.

ბალანჩივაძისა და ნიკოლაძის ქუჩების შიდა კვარტალური გზები და ეზოები, სანიაღვრე სისტემის არ არსებობის გამო, წლების განმავლობაში იტბორებოდა. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა