დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთადა განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც.

ქრონიკის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს შესაძლოა თეა წულუკიანი არ იყოს.

ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა