ზაზა სარალიძე - ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიცია გაერთიანდა წინა ხელისუფლების დასამხობად, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გვერდით დამიდგეს, მივესალმები

ძალიან კარგი თუ ეს ამბავი ოპოზიციამ გამოიყენა, რადგან ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემი პრობლემა აღარ არის, ქვეყნის პრობლემაა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. სარალიძემ ვაზაგაშვილის საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ხელისუფლების დასამხობად ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა. შესაბამისად, მისი თქმით, თუ ოპოზიცია ახლაც გამოიყენებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კარგი იქნება.

"თეა წულუკიანის სტატუსი წავიკითხე იმის შესახებ, რომ 380-მდე ბავშვი იჯდა "ნაციონალურო მოძრაობის" დროს ციხეში და ახლა 26 თუ 27 ბავშვი ზის. რა მივიღეთ ამით? ყოველ დღე ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, დაჭრა და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? არასრულწლოვნები. შესაძლებელია, ვინმეს ჰქონდა ამბიცია, რომ ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ამას ვერ შევაფასებ. პოლიტიკური შეხედულებები ჩემგან ძალიან შორს არის. მაგრამ თუ გამოიყენებენ, ძალიან კარგი იქნება. ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიები და მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ წინა ხელისუფლების დასამხობად. ესე იგი, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაში გვერდით დამიდგეს, პირიქით, მივესალმები,"- განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ისეთ შემთხვევებში, რაც ბოლოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოხდა.

"ეკა ბესელიას განაცხადს რაც შეეხება, როდესაც დამადანაშაულა იმაში, რომ თითქოს მე ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება პოლიტიკურ პარტიებს მივეცი, ძალიან დიდი შეცდომაა. პოლიტიკური პარტიები, პირიქით, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული იმ საქმეში, რაც ბოლო აქციაზე მოხდა, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა რომ მიმდინარეობდა“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, ეკა ბესელიას შეფასებით, დადასტურდა, რომ თბილისში, გასული კვირების განმავლობაში გამართული აქციები "ნაციონალური მოძრაობის", „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და „რუსთავი 2“-ის მიერ იყო ორგანიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა