საბურთალოს რაიონის გამგებელი ეზოების მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, იოსებიძის ქუჩის N59, N61, N61ა, N61ბ, N63 და N65 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ვაშლიჯვარში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეზოს კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია.

„საბურთალოს რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 33 ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სამივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან 346 628 ლარი არის გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა