საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარება გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტთან ერთად ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, საქართველოში წითელი ჯვარი 1918 წლიდან უცვლელი პრიორიტეტული მიმართულებებით საქმიანობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

15 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არსებული პრობლემები და გამოწვევები. შეხვდნენ მოწყვლად ჯგუფებს და ახმეტის მუნიციპალიტეტის, მათ შორის პანკისის ხეობის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო ამანათები გადასცეს.

ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს