განათლების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებაროს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაექვემდებაროს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, აღნიშნული ცვლილების განხორციელების საკითხიც განიხილება.

როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს