ქუთაისში, მაიაკოვსკის ხეივნის მე-6 შესახვევის ჩიხის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, მაიაკოვსკის ხეივნის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის) მე-6 შესახვევის ჩიხის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა გზისა და წყლის პრობლემა, რაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად მოგვარდა.

ქუთაისის მერიიის ინფორმაციით, მოსახლოებას რამდენიმე თვეა წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, ასევე მოგვარდა წლების განმავლობაში გზებთან დაკავშირებული პრობლემა.

,,ქუთაისში ყველა გზა უნდა მოწესრიგდეს, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პირველ რიგში ვაწესრიგებთ ისეთ გზებს, რომელიც ათეული წელი რჩებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. ეტაპობრივად ქალაქში გზებისა და ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება. ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მალე დასრულდება ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის მე-4 შესახვევის ასლანიკაშვილის პირველი ჩიხის თაბუკაშვილის 2,4,6,8, შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს