თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

„პარლამენტში უკვე ინიცირებულია ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, თუმცა არის სხვა სახის ცვლილებებიც. ვფიქრობთ, რომ ბევრი საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა როგორც პრობლემა, ამ რეგლამენტით მნიშვნელოვნად პოზიტიურისკენ შეიცვლება. ვინაიდან კონსტიტუცია ძალაში ნოემბერში შედის, ჩვენი ამოცანაა ამავდროულად ძალაში შევიდეს რეგლამენტიც, თუმცა მანამდე გვაქვს დრო და შესაძლებლობა, რომ პირველ მოსმენამდეც, მეორე მოსმენამდეც, პრინციპების დონეზე და მუხლობრივ დონეზეც გავაგრძელოთ კონსულტაციები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები გააცნო. მისი განცხადებით, რეგლამენტის რეფორმის ძირითადი მიმართულებებია: საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესება, პარლამენტის სტრუქტურის ცვლილება და რეგლამენტის სამართლებრივ-ტექნიკური გაუმჯობესება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს