მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხალხი უტვინო არ არის, პანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა,

ხვალ, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პანკისის მოსახლეობას, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

„ხვალ აქციები იწყება ხეობაში. ხელისუფლება ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას, ჩემს დისკრედიტირებას. ხალხი არ არის უტვინო. ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და სასტიკად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციით ასეთი აუხსნელი შეცდომა დაუშვა, კერძოდ კი, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა