ზაზა სარალიძე - როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მოვითხოვ მასთან შეხვედრას - გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება

როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება თანამდებობაზე, მაშინვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. მანვე შს მინისტრობის კანდიდატზე გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ის თანამდებობაზე დარჩება, ამ საქმის გაყალბება გაგრძელდება.

„მთავრობის გადადგომა ემსახურებოდა თემის გადაფარვას და იმის მცდელობას, რომ საპროტესტო აქციები შევწყვიტოთ, რადგან მთავრობაში ახლა ისეთი სიტუაცია შექმნეს, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი?! ამ მუხტს არ ჩავაქრობ. ბახტაძე როგორც კი დაინიშნება, მაშინვე მოვითხოვ შეხვედრას მასთან. კონკრეტულად მოვთხოვ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. შს მინისტრი ჩათვალეთ, რომ არ გვყავს. გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, მე პირადად ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება. გახარიას უწყებამ დაიწყო თავდაპირველად ამ საქმის გაყალბება. თუ გახარია დარჩა თავის ადგილზე, ჩათვალეთ, რომ გამოძიება აღარ არსებობს“, - განაცხადა სარალიძემ.

მანვე ისაუბრა ფილმის შესახებ, რომელიც ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გავიდეს და განაცხადა, რომ დაახლოებით შინაარსი იცის, მაგრამ ჯერ თავადაც არ აქვს ფილმი ნანახი.

„ფაქტია, ეს ფილმი ყველას ანახეს ჩემს გარდა - საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ფილმში არის აღწერილი თავიდან ბოლომდე თუ რა მოხდა, ვინ ურტყავდა დანას ჩემს შვილს, ლევან დადუნაშვილს. ეს არის შეჯამებული ვერსია. შს სამინისტროს დაინტერესება იყო, რომ ეს ფილმი არ გასულიყო, რადგან მასაც უნდა ის ორი ადამიანი დაისაჯოს მხოლოდ, ვისაც ახლა მისჯილი აქვს. ნათია მეზვრიშვილი გამოვიდა და ისე გამოუვიდა, რომ მოსამართლე შეცდა“, - განაცხადა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ გახარია დარჩება თავის ადგილზე, ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება - ზაზა სარალიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო