გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე - ამ ვითარებაში ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავად იტყვის - დიდი ბოდიში, წავედი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დროებითი მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება. მისი თქმით, კვირიკაშვილი უნდა დარჩენილიყო, უნდა გაეგრძელებინა მუშაობა იქამდე ვიდრე არ მოხდებოდა სტრუქტურების რეორგანიზაცია.

„მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი დრამატიზება ხდება საკმაოდ მარტივი სიტუაციის. უკეთესია, შინაარსზე ვფიქრობდეთ, ვიდრე ფორმაზე. ნორმალურად რომ განვითარებულიყო პროცესები, კვირიკაშვილი უნდა დარჩენილიყო, უნდა გაეგრძელებინა მუშაობა იქამდე, ვიდრე არ მოხდებოდა რეორგანიზაცია. გაიქცა ეს კაცი, გაიპარა და სახლში დაჯდა და რა უნდა ექნათ ამათაც? არ უნდა დაუწყო ფეხების ბაკუნი და გაბუტვა, კაცურად გადამდგარიყო და უნდა ეთქვა, რომ ვიდრე ახალი მთავრობა შედგებოდა, გააგრძელებდა თავის საქმიანობას. ამ არაჯანსაღ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის თვითონ კვირიკაშვილი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის თანამდებობაზე შესაძლო დარჩენის საკითხს, ხუხაშვილის თქმით, ამ ვითარებაში, რა ვითარებაც წულუკიანთან დაკავშირებით არის შექმნილი, ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავადვე გადადგებოდა.

„სასამართლოსადმი ნდობა არის ნული, მთავარი პროკურორი გადადგა და მის გადადგომაზე იუსტიციის მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, წულუკიანი თვლის თუ არა თავს კარგ მინისტრად, ასეთია მოცემულობა. ღირსეული ადამიანები მოცემულობის შესაბამისად თვითონ მიდიან. ამ ვითარებაში ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე თავად იტყვის - დიდი ბოდიში, წავედი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო