დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება.

კერძოდ, 10:00 საათზე, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენენ. ასევე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე კი, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დაეთმობა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 11:00 საათზეც გაგრძელდება, რომელზეც მინისტრობის კანდიდატები ორ ბლოკად იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ექვს კანდიდატს მოუსმენენ. ხოლო საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენას დაეთმობა.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს, 12:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო უმრავლეობის სხდომით დაიწყება, 13:30 საათზე - “საქართველოს პატრიოტები“, 14:30 საათზე - ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“. მოსმენა 15:30 საათზე - საპარლამენტო უმცირესობის სხდომით დასრულდება.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა