დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს შესაძლოა თეა წულუკიანი არ იყოს.

ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა