ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრაქციებს მიმართა, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები მათი მისამართით მხოლოდ დეპუტატებმა დასვან.

ბიუროს სხდომაზე კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომები იქნება ღია და საჯარო, მაგრამ მოწვეული პირები, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, განთავსდებიან იარუსზე - სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში.

კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში გასამართი მოსმენების პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება.

“პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. ამ პრინციპიდან გადახვევა ჩვენ წინა მოსმენის შემთხვევაში გვქონდა, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არამედ ასევე სხვა პირები, არა ფრაქციის წევრები, არა დეპუტატები, რომლებიც, ასევე, კითხვებსაც სვამდნენ მთავრობის მიმართ, რაც არის, ბუნებრივია, რეგლამენტის საწინააღმდეგო მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივყვეთ რეგლამენტით დადგენილ პროცედურას. რა თქმა უნდა, სხდომები იქნება ღია და საჯარო, ექნება ნებისმიერ პირს იმის საშუალება, რომ დაესწროს სხდომას, მეორე იარუსზე - სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში. რაც შეეხება დარბაზს და რაც შეეხება კითხვა-პასუხს, იქნება, რა თქმა უნდა, კითხვების დასმა შესაძლებელი პარლამენტის წევრთა მხრიდან. კიდევ ერთხელ, ეს არის შეხვედრა ფრაქციასთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და არა შეხვედრა შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს გუშინ ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს