არჩილ თალაკვაძე - ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას

რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მთავრობის დამტკიცების დაგეგმილ პროცედურებზე ისაუბრა.

„ამის შემდეგ მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არა აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, წარმოადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სტრუქტურა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა