განათლების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებაროს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაექვემდებაროს.

“ინტერპესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი სტქრუტურული რეოგანიზაციის ფარგლებში, აღნიშნული ცვლილების განხორციელების საკითხიც განიხილება.

როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.