მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხალხი უტვინო არ არის, პანკისის ხეობის მოსახლეობა თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას ითხოვს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა,

დღეს, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პანკისის მოსახლეობას, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

„ აქციები იწყება ხეობაში. ხელისუფლება ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას, ჩემს დისკრედიტირებას. ხალხი არ არის უტვინო. ხეობის მოსახლეობა ითხოვს აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და სასტიკად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციით ასეთი აუხსნელი შეცდომა დაუშვა, კერძოდ კი, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო