საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა

საქართველოს 19-21 ივნისს ვიზიტით ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ, ეს გახლავთ ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტი საქართველოში.

ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და დაათვალიერებენ ეუთო-ს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს სოფელ სობისში. ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო