სემეკი დღეს ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში დღეს „აჭარა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ახალი პროგრამის - „ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის რეჟიმში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს.

ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა გახსნის. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაციას კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი წარადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო