დედაქალაქის მერი გიორგიწმინდას დასახლებაში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

გზის დაზიანება უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ გამოიწვია.

კახა კალაძის თქმით, შემოვლითი გზით გიორგიწმინდას მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სარგებლობდა.

"აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალები, თუმცა ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მას. შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულებული იქნება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა, ისევ დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. კლდე ჩამოიშალა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები", - განაცხადა თბილისის მერმა.

გლდანის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც პრობლემას მომავალში სრულად გადაჭრის.

"მოეწყო სანიაღვრე და წყალ-კანალიზაციის ქსელები, თუმცა, სამწუხაროდ, უხვმა ნალექმა გიორგიწმინდის ხევში მდინარის ადიდება გამოიწვია. ასევე, ზემოდან ჩამოსულმა ნიაღვარმა გზა დატბორა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დასრულდება ამ გზის სამუშაოები და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

დედაქალაქის მერთან და გლდანის გამგებელთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები - ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს