ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძვანელობს.

როგორც დონდუა აცხადებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ამ რაუნდზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს.

მისი თქმით, საერთაშორისო მოლაპარაკებების აღნიშნულ რაუნდზე საუბარი შეეხება არჩილ ტატუნაშილი საქმესაც.

„პროგრესი ცეცხლის შეწვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. არ გვაქვს იმიტომ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ამიტომ, ამ რაუნდზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს ისევე, როგორც არჩილ ტატუნაშვილის საქმე. ეს საკითხი იქნება განხილული, სანამ არ აღდგება მართლმსაჯულება, სანამ არ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან“, - განაცხადა დავით დონდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა