გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული თვის მანძილზე, 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. მათივე ინფორმაციით, სახერხი დანადგარები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

„უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო