სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება 450-მდე ოჯახის წყალმომარაგება. სასმელი წყლის პრობლემა სოფელ მჭადიჯვრის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხდებდა, საკითხის გადაწყვეტა მათ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ სეხნიაშვილს ერთ–ერთი შეხვედრისას სთხოვეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილისა და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილს ხელშეწყობითა და დახმარებით შეიმუშავა და განახორციელა.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მოადგილესთან ზაქარია ხეხელაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობის აზრს გაეცნო. ადგილობრივები განხორციელებული სამუშაოებითა და შედეგით კმაყოფილნი არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო