"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობას აგრძელებენ

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გვიან ღამით ლეიბები და პირადი ნივთები მიიტანეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, ისინი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მმართველი გუნდი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს. ბესო ქათამაძის თქმით, მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნაა, ოთხი დღის წინ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა და მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა, ამასთან, ოპოზიცია საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ოზურგეთის საკრებულოს წევრები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე შენობაში შესვლას და შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. აქციაზე მცირე ინციდენტებიც იყო, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ბესო ქათამაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აქცია გამაფრთხილებელი იყო და ხელისუფლებას პარასკევამდე მისცა ვადა. მოგვიანებით ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ოთხი დღის წინ მათი პარტიის წევრს ბესიკ ქათამაძეს ფეისბუქ სტატუსების გამო, „ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ფაქტზე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა