სააპელაციო სასამართლოში კლინიკა "ლანცეტის" დამფუძნებლის ფარმან ჯეირანლის საჩივრის განხილვის დასკვნითი სხდომა გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლინიკა "ლანცეტის" დამფუძნებლის ფარმან ჯეირანლის სააპელაციო საჩივრის განხილვის დასკვნითი სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა აცნობა, სავარაუდოდ, სხდომის შემდეგ გამოცხადდება განაჩენი.

საქალაქო სასამართლომ კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯეირანლი წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში, თაღლითობის ბრალდებაში (სსკ-ის 180-ე მუხლი) ცნეს დამნაშავედ. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას გულისხმობს, მოსამართლემ ბრალდებული აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა