დღეს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“14:00 საათზე, მოდულის შენობასთან გაიმართება აქცია "ნუ მომკლავ", "აღასრულე სამართალი". სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილს“, - წერს სარალიძე.