ძმის მიერ დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ჰოსპიტალში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პაციენტს ერთი ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მეორე-მესამე ნეკნთა შუა სივრცეში აღენიშნებოდა, ხოლო მეორე - მარცხენა მხარის მიდამოებში. მიმდინარეობს დინამიური დაკვირვება", - განაცხადა რეფერარული საავადმყოფოს ექიმმა მაია ესებუამ.

თავის მხრივ, შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ძმამ და დღეს დილით, შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, დანით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში, ქალის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა