გადაუღებელმა წვიმამ ყვარელში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

გადაუღებელმა წვიმამ ყვარლის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა სოფელ გავაზში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ისინი დაზარალებულებს წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია.