ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ერთიანი სამინისტროს გაყოფას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუმცა, დავითაშვილი არ გამორიცხავს, ამაზე გუნდის შიგნით მსჯელობა გაიმართოს.

“შეიძლება მსჯელობა იყოს და გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ. ისე, როგორც არასდროს, გარემოს დაცვის მიმართულება გაერთიანებული სამინისტროს შემთხვევაში გაძლიერებულია. გარემოს დაცვის ყველა მიმართულებას მეტი, უფრო კომპეტენტური და უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე სტრუქტურა გააჩნია. ჩვენი განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებს პირდაპირ უკავშირდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა ის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის საბოლოო შემადგენლობაზე გადაწყვეტილება გუნდში კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

"მამუკა ბახტაძეს რამდენიმე წელია ვიცნობ. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესოა. მე გუნდის ნაწილი ვარ და იმ გადაწყვეტილების მონაწილე ვიქნები, რომელსაც გუნდი მიიღებს",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება