„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებმა ოზურგეთელ კოლეგას ბესო ქათამაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს

დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.

საკრებულოს დეპუტატები ქუთაისში მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ბესო ქათამაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი შემთხვევის სათანადო გამოძიებას მოითხოვენ.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალისმიერ მმართველობაზეა გადასული. ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ თბილისში მიმდინარე პროცესები, რომლის დროსაც ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე დააკავეს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე.

ორიოდე დღის წინ კი პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრს ბესო ქათამაძეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება კვლავ იყენებს თავის გავლენებს სამართალდამცავ უწყებებზე და ხელს უშლის საქმის სამართლიან გამოძიებას.

ჩვენ, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგა ბესო ქათამაძეს და მივმართავთ ხელისუფლებას, დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და რეალური დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ", - აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ, არაუგვიანეს პარასკევისა, ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. ამის შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა: ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს