რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს

რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს.

„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2024 წლის შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ 27% არ ემხრობა.

ამასთან, რესპოდენტთა 57% ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური ცვლილებების ხილვა სურს, 30% კი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო გადაადგილებებით არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.

გამოკითხვა 24-30 მაისს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო.

ცდომილების ზღვარი 3-4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს, ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას კი რუსეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო