თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

რამდენიმე დღეა თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს კულტურული რესურსების კვლევის ცენტრი“.

„სამუშაოების დაწყების პროცესშივე ზუზუმბოს ტერიტორიაზე გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, კერამიკული მასალა (ძვ.წ.აღ. XVI-XIVსს-ის) და ძვ.წ.აღ (X-VIIIსს-ის) რკინის შუბის პირი, რაც ადასტურებს იმას, რომ თელავის ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად ჩანს დასახლებული.

InterPressNews.Geამჟამად მიმდინარეობს სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები. თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ზუზუმბოს, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს. სამუშაოების მიზანია ქალაქის უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით გამდიდრება და სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების შექმნა. სატენდერო პირობის თანახმად, რამდენიმე დღეში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ლოკაციაზე დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა