ლევან იზორია კომენტარს არ აკეთებს ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, მოადგილემ ჩაანაცვლოს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია აცხადებს, რომ პრემიერის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ის მთავრობის შემადგენლობაში და კომენტარს არ აკეთებს ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ის შესაძლოა, მოადგილემ ჩაანაცვლოს.

"ვრჩები თუ არა მთავრობის შემადგენლობაში - ეს არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა; ასე რომ, დაველოდოთ. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, გვაქვს ამ გეგმის განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც აღიარებულია ნატო-ს მიერ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამ გზაზე გვჭირდება ჩვენი ძალისხმევის მობილიზება იმისთვის, რომ იმ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი გაწევრიანება, მივაღწიოთ. მთავრობის ახალ პროგრამაში უსაფრთხოებას და თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ის არის პირველ თავში მოცემული, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევნის ხაზგასმა ხდება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი რეფორმებით, მათ შორის, თავდაცვის უწყებაში, მივაღწიოთ საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას ნატო-ში და მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში",- განაცხადა იზორიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს