რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

ჯანდაცვის კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი ერთხმად დაუჭირეს, სპორტის კომიტეტის 13 წევრიდან 12- მა დაუჭირა მხარი, ხოლო განათლების კომიტეტიდან - 11 დეპუტატიდან 10-მა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით სერგეენკოს, მიხეილ გიორგაძეს და მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო