შიდა ქართლის გუბერნატორმა სოფელ ტეზერში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოები მხარის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„აღსანიშნავია, რომ ტეზერში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, ფუნქციონირებდა მხოლოდ ალტერნატიული სააღმზრდელო დაწესებულება. ადგილობრივების საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა ფართი, სადაც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ჯამში 95 998 ლარია.

სააღმზრდელო დაწესებულება ორ ჯგუფზეა გათვლილი და ჯამში 70-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი ტეზერში მცხოვრები სკოლამდელი აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების საბაღშო ბაღში ისწავლიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა