ლევან დავითაშვილი - მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტურს გახდის

მცირე მთავრობის იდეა მისაღებია იმიტომ, რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მცირე მთავრობა უფრო ეფექტურს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„რაც შეეხება მცირე მთავრობის იდეას, ეს რა თქმა უნდა, მისაღებია იმიტომ, რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას. ამაზე ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტიანები ვიყოთ გადაწყვეტილებებში და გადაწყვეტილებების მიღებიდან აღსრულებამდე იყოს მაქსიმალურად შემოკლებული დრო და იყოს უფრო ეფექტიანი ჩვენი აღსრულება გადაწყვეტილებების. შესაბამისად, მცირე მთავრობა ზუსტად ამას პასუხობს და ეს აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება და მისთვის მისაღები იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მამუკა ბახტაძე სამომავლოდ მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა