"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა"ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც რეგიონების საკრებულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადასულია ძალისმიერ მმართველობაზე. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გვახსოვს თბილისში განვითარებული პროცესები, სადაც ჩვენი დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე ყოველგვარი არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავეს. ამ პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა, სადაც საკრებულოს ჩვენი დეპუტატი ბესო ქათამაძე სცემა "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა. შესაბამისად, ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვითხოვთ უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რადგან ცენტრალური ხელისუფლებაა ის ორგანო, რომელიც ხელს აფარებს და გამოძიებას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია, რომ არაუგვიანეს პარასკევისა, ოზურგეთში ჩაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება მსჯელობა იმ ადამიანების მანდატის შეჩერებაზე, რომლებიც ბესო ქათამაძის ცემასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა ხვალ ოზურგეთში სოლიდარობის აქციაც დააანონსა.

"ასევე, ხვალ 14:00 საათზე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითმმართველობა და სამართლიანობა, მოგიწოდებთ, ოზურგეთში სოლიდარობის აქციაზე მობრძანდეთ ბესო ქათამაძის მხარდასაჭერად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რამდენიმე დღეა საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა