სოფელ ილემში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს და ბეტონის საფარი 2 კმ– სა და 240 მეტრ სიგრძის გზაზე დაიგება. აღდგენილი გზის მთლიან მონაკვეთზე სანიაღვრე არხი, ხოლო იქ, სადაც ქანების ჩამოშლის საშიშროება დგას, 20 მეტრის სიგრძეზე საყრდენი კედელი გაკეთდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მიმდემი“ ასრულებს და გზის განახლებას, სავარაუდოდ, ორი თვის განმავლობაში დაამთავრებს.

სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, სოფელ ილემის დეპუტატმა ჯემალ გორგოძემ და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ადგილზე ვნახულობთ შესრულებულ სამუშაოებს. გვაქვს ისეთი პროექტებიც, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ყველა სოფელს შეეხება“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

ადგილობრივი დეპუტატის ჯემალ გორგოძის თქმით, სოფელი დიდი ხანია საჭიროებდა გზის განახლლებას.

„ცუდი გზის გამო სოფელ ილემში მუდმივად იდგა ტრანსპორტით მიმოსვლის პრობლემა. გადაადგილება უჭირდათ მოსწავლეებს, განსაკუთრებით ზამთარში. გზის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის ცხოვრებაში და მისი მომავალი განვითარებისათვის“, – განაცხადა ჯემალ გორგოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა