დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების ჯამში 2 441 მ2 ფართობის მიწის სამ ნაკვეთს. მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ 558 მ2 მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა