დავით ზალკალიანი - სირიასთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკის კუთხით ყველა პრევენციული ზომა იყო მიღებული და ჩვენთვის მათი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო

ჩვენი მხრიდან სირიასთან მიმართებაში იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა არაღიარების პოლიტიკის კუთხით, თუმცა მათი ნაბიჯი ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გარდა მეზობელი ქვეყნებისა, საქართველოს აქვს შორეულ ქვეყნებთანაც მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა. ამ კუთხით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობით შეინარჩუნოს მყარი არაღიარების პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით.

„გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი. მე შევეხები არაღიარების პოლიტიკას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას, რადგანაც რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აღიარებული აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აქტიურად მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით, რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. სირიის მაგალითი არის ამის ნათელი დადასტურება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მხრიდან სირიასთან მიმართებაში იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა და ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ იყო. შესაძლოა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს და აუცილებელიც არის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს პარლამენტთან“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ის მზად არის, რომ მომავალში დეპუტატების შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს პარლამენტში და განიხილოს ის ნაბიჯები, რაც არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად იდგმება.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“. ამის შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს