ზაზა გაბუნია - პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ „ნაცმოძრაობის“ სტილში, უსინდისო ტყუილის გამოყენებით, ხის გადატანას დაუკავშირა

ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ზაზა გაბუნიამ ბოკუჩავას განცხადებას ამაზრზენი ტყუილი უწოდა.

„ამაზრზენი ტყულია ის რაც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან ცოტა ხნის წინ იქნა ნათქვამი ამ დარბაზში. პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებთ,

პოლიციის უფროსი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა. თავად მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა