„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე სამთავრობო ცვლილებებს მორიგ შოუს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე სამთავრობო ცვლილებებს მორიგ შოუს უწოდებს. მისი განცხადებით, ეს არის მორიგი შოუ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას სამთავრობო ცვლილებების შესახებ დააჯეროს.

,,ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების ერთადერთი აზრი და დანიშნულება უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული არაერთი უშედეგო რეფორმის შემდეგ სასამართლო რჩება უაღრესად არადამოუკიდებელი, პოლიტიზირებული და შეინიშნება კორუფციის ნიშნები. სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურაში. ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალის რაოდენობა. ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს