თინა ბოკუჩავა ზაზა გაბუნიას - თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ სახე, იმ მარაზმისა, რაც ხდება აქ - მონობა არ არის პარლამენტარის დავალება

ჩემი ფიზიკური აქ არ ყოფნა არ გიშველით იმაში, რომ თქვენ ტყუილები ილაპარაკოთ, - ასე უპასუხა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას. ბოკუჩავამ სიცრუეში თავად ზაზა გაბუნია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას კრიტიკული კითხვების დასასმელად ორ კომიტეტს შორის სიარული უწევს.

„მიწევს ორ კომიტეტს შორის სიარული, იმისთვის რომ შევძლო სათანადო კითხვების დასმა. ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ არ თვლით მნიშვნელოვნად, რომ ოპოზიციის ხმა ისმოდეს, თუნდაც ასეთი მცირე წარმომადგენლობით, თქვენს სხდომებზე. იმიტომ რომ არავინ არსად არ იპარება, ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ იმ ხალხის ხმა, რომელიც არ ემხრობა თქვენს პოლიტიკას და რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი თქვენ მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა მარაზმი უწოდა იმ მოვლენებს, რაც პარლამენტში ვითარდება და აღნიშნა, რომ ორკვირიან მთავრობას საკანონმდებლო ორგანო ფორსირებულად ამტკიცებს.

„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ბატონმა ზაზამ, სრულიად ურცხვად გააკეთა, როდესაც მე დატოვებული მქონდა დარბაზი და შესაბამისად, არ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის გამეცა პასუხი და იმ შეურაცხყოფას, რომელიც გაისმა ამ დარბაზში, ეს არის ზუსტად სირცხვილი და სიცრუე. ბატონო ზაზა ასეთი სიცრუით თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ სახე, იმ მარაზმისა რაც ხდება აქ, რომ ორკვირიან მთავრობას გვამტკიცებინებთ სრულიად ფორსირებულ რეჟიმში, სადაც ელემენტარულად კითხვების დასმის საშუალებას არ გვაძლევთ და ხორხოცებთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ უმრავლესობაში ერთი დეპუტატიც კი არ გამოიძებნა, რომელიც დაიცავს ამ პარლამენტის და თქვენს პირად ღირსებას, როგორც დეპუტატების. მონობა არ არის პარლამენტარის დავალება და ამოსავალი წერტილი. ჩემი ფიზიკური აქ არ ყოფნა არ გიშველით იმაში, რომ თქვენ ტყუილები ილაპარაკოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო